“Sky Link” წარმატებით მოღვაწეობს უსაფრთხოების, რადიო და ინტერნეტ (თანამგზავრული) საკომუნიკაციო სისტემების დარგში. ბაზარზე გამოჩენისთანავე კომპანიამ ფოკუსირება მოახდინა თანამედროვე და უახლესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე.

ჩვენი პროდუქტებით და სერვისებით უკვე სარგებლობენ წამყვანი ქართული კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის: სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური , სოკარ ჯორჯია გაზი , DRC - დანიის ლტოლვილთა საბჭო , UNHCR - გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი და სხვა.

კომპანიის წარმატებას ძირითადად განსაზღვრავს პროფესიონალი მენეჯერებისა და ტექნიკური პერსონალის ცოდნა-გამოცდილება.

ჩვენ  მუდმივად ვითვისებთ უახლეს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და კლიენტებს ვთავაზობთ ყველაზე თანამედროვე მიღწევებზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, რაც მათ ეფექტურად ეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში. 

დღესდღეობით “Sky Link” თანამშრომლობს ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორიცაა Garrett, Icom, Midland, Gilat Satcom და სხვა. ამ კომპანიებთან თანამშრომლობით, Sky Link - მა განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი.